ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პლეი-ოფში, "პორტოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს, კრიშტიანუ რონალდუ და ხუან კუადრადო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგით, კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილო იყო და თანაგუნდელებს მეტი მონდომებისაკენ მოუწოდებდა. რონალდუსა და კაუდრადოს სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა ანდრეა პირლოს მოუხდა.
რონალდუ: "თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ. ეს რა არის? საერთოდ არ ვთამაშობთ. ეს არაფერია".
კუადრადო: "უნდა დამშვიდდე".
რონალდუ: "ძალიან ცუდად ვთამაშობთ, ყოველთვის ასეა".
კუადრადო: "შენ ყველასათვის სამაგალითო უნდა იყო".
რონალდუ: "საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, ძალიან ცუდად ვთამაშობთ. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, მეტი მონდომება გვმართებს".
პირლო: "საკმარისია. საკმარისია კრის, საკმარისია ხუან. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინება ვიქონიოთ. იგივე სულისკვეთებით მაგრამ ურთიერთ ბრალდებების გარეშე გავაგრძელებთ - მოედანზე საბრძოლო განწყობით უნდა გავიდეთ".