Belive

რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალური მატჩების წინ, იოკოჰამას სტადიონი დაიტბორა (ფოტო/ვიდეო)

1 წთ
რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალური დაპირისპირებები 26-27 ოქტომბერს გაიმართება. 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე ინგლისი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე უელსი სამხრეთ აფრიკას შეერკინება. რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრა იოკოჰამას სტადიონზე გაიმართება. ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა და ოლ ბლექსა უკვე ივარჯიშეს იოკოჰამას სტადიონზე. კაპიტნების ვარჯიშები ექსტრემალურ პირობებში - იოკოჰამას დატბორილ სტადიონზე გაიმართა.

სხვა სტატიები