Belive

ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

1 წთ
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" ტაილანდური "პათუმი" 2:0 დაამარცხა. პირველი გოლის დროს ასისტი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. თუმცა,  საგოლე გადაცემაზე უფრო აღსანიშნი სამხრეთ კორეელი შემტევის მიერ გატანილი ულამაზესი ბურთია.
ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების წევრმა ძალიან ეფექტურად ითამაშა და მეტოქე გუნდის ორი მცველი ჩამოიშორა.

სხვა სტატიები