Belive

ქამბექი 3 წუთში | საქართველომ ანდორა დაამარცხა

1 წთ

2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა "მიხეილ მესხი 2"-ს არენაზე ანდორა 2:1 დაამარცხა.

პირველი გოლი 69-ე წუთზე ანდორელთა ფეხბურთელმა, სოლე პალაუმ გაიტანა და თავისი ნაკრები დააწინაურა. 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოს და ანდორას გარდა, კვიპროსის და მალტის ნაკრებებიც არიან.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 თებერვალს, 21:00 საათზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.