Belive

ნინიაშვილმა აფრასიძის ბრწყინვალე შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა

1 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურის შეხვედრაში, "მონპელიე" "ლიონს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 30:8 დასრულდა. ფრანგული საკლუბო რაგბის ქართველი გულშემატკივრებისათვის მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან მასში 4 ქართველი მორაგბე მონაწილეობდა. "მონპელიეს" რიგებში თამაშში მარქაფიდან ჩაერთვნენ მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე - "ლიონის" ძირითადში კი ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი ვიხილეთ. დაპირისპირების 67-ე წუთზე, გელა აფრასიძე ბრწყინვალე ლელოს დადებასთან იყო ახლოს, თუმცა დავით ნინიაშვილმა მისი შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა. მომენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განთავსდა. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები