Belive

"მზად ვარ გუნდს დავეხმარო მომდევნო მატჩებისთვის" - ბექა ბურჯანაძე

1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო, ჩვენ ნაკრებს გიორგი ბურჯანაძე დღეს შეუერთდა და კომენტარიც გააკეთა:

დღეს შემოვუერთდი ნაკრებს, დავიწყე ვარჯიშები, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და მზად ვარ გუნდს დავეხმარო მომდევნო მატჩებისთვის. 21 თებერვალს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვის მატჩია, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის. მოგების შემთხვევაში ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გავდივართ და მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს მოვიდეს არენაზე და გვიქომაგოს ისე როგორც ყოველთვის - ბექა ბურჯანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი

გუნდს შეუერთდა: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა მაზიაშვილი, სანდრო სანაძე, დავით კაკუშაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, ბექა ბურჯანაძე.

გუნდთან ერთად ჯერ არ არიან, თუმცა მალე შეუერთდებიან: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მათე ხატიაშვილი და მათე ყავლაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს დანიის ნაკრებს შეხვდება, თამაში თბილისი არენაზე 20:50-ზე დაიწყება. თუ ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ნაადრევად გავიფორმებთ.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია