Belive

მწვრთნელის უღირსი საქციელი და ბოლო წუთზე ჩაშლილი კონტრ-შეტევა

1 წთ
ესპანეთის ქვედა დივიზიონში გამართული საფეხბურთო მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. "ვილანუევა დელ პარდილოსა" და "კოლმენარ ვიეხოს" დაპირისპირების 90-ე წუთზე, მასპინძელი გუნდის მთავარი მწვრთნელი მოედანზე შევიდა და ჩაშალა სწრაფი კონტრ-შეტევა, რომელიც დიდი ალბათობით გოლით დასრულდებოდა. მთავარი მწვრთნელის უღირსი საქციელის გამო, მოედანზე ჩხუბი დაიწყო.