"საპორო დომი" მრავალფუნქციური ბეისბოლის სტადიონია, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონად კეთდება. ბეისბოლის მატჩების დროს, "საპორო დომის" ტევადობა 42.270 მაყურებელს შეადგენს - საფეხბურთო მატჩების დროს კი სტადიონზე დასწრება 41.484 გულშემატკივარს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ "საპორო დომი" 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მატჩებს უმასპინძლებს.