გულშემატკივარს კარგად ახსოვს, რომ მარტინ ბრაითვეითმა, საკუთარ პრეზენტაციაზე ბურთი კარგად ვერ აკენწლა და როდესაც ერთ-ერთი "ფინტის" გაკეთება სცადა, არ გამოუვიდა.
მის ამ მოქმედებას სოციალურ ქსელში უამრავი დაცინვა და ქილიკი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით კი გუშინ "ბარსელონას" ფეხბურთელმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დადო ვიდეო და გააკეთა სწორედ ის "ფინტი", რისი გაკეთებაც პრეზენტაციაზე სურდა. ვიდეოს სათაურად ადევს - "ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდოდა"