Belive

ლუკა მაისურაძე აბუ დაბის გრანდ სლემის ვერცხლისმედალოსანია!

1 წთ
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, -81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იასპარეზა 21 წლის ლუკა მაისურაძემ. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მუნ ჯინ ლის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ლუკა ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 26 ოქტომბერს, გრანდ სლემზე -90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იასპარეზებენ. მძიმე წონით კატეგორიაში კი ტატამზე ლევან მატიაშვილს ვიხილავთ.

სხვა სტატიები