Belive

კრიშტიანუ რონალდუ კოკა-კოლას რეკლამაში

1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს მიერ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლას ბოთლის გადადგმის შემდეგ, კომპანიას სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. როგორც იცით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით ხალხს მოუწოდა, რომ ჯანსაღად იცხოვრონ და წყალი მიიღონ. როგორც ცნობილია, კოკა-კოლას აქციები ბოლო დღეებში 4 მილიარდი დოლარით გაუფასურდა და ის ახლა 238 მილიარდს შეადგენს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ქმედების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ კოკა-კოლას პოპულარიზაციისათვის გადაღებულ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს. სარეკლამო ვიდეორგოლი დაახლოებით 10 წლის წინაა გადაღებული.

სხვა სტატიები