კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე IV (ვიდეო)
5 წლის წინ
ვიდეო მიმოხილვები
11 წთ
E ჯგუფი
ჩეხებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს იაპონიის ნაკრებთან და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს - 89:76. ევროპელებს ამ მატჩში გამარჯვება ფლეი-ოფისთვის ბრძოლის კარგ შანსს უტოვებდა და ჩეხებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს, თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ რონენ გინსბურგის შეგირდები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას, და საფინალო სასტვენისას 13 ქულიანი სხვაობაც სამართლიანად დაფიქსირდა. ჩეხეთის ნაკრების გამარჯვება სამმა კალათბურთელმა განაპირობა, იარომირ ბოჰაჩიკის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი იყო. ბლეიკ შილბმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას 3 მოხსნა წაამატა. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ჩეხების მთავარმა ვარსკვლავმა, ტომაშ სატორანსკიმაც, რომელმაც 15 ქულას, 6 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა წაუმატა. იაპონელებს რუი ჰაჩიმურამ ულიდერა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი იყო. 15 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა იუტა ვატანაბემ, ხოლო ნიკ ფაზეკაშმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.F ჯგუფი
მონტენეგრომ და ახალმა ზელანდიამ პირველი მეოთხედი აქტიურად დაიწყეს და სიზუსტეც მოწოდების სიმაღლეზე ჰქონდათ, პირველი ათწუთეული ზელანდიელებმა 31:26 მოიგეს, პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი 9 ქულით ლიდერობდნენ 53:44. მეორე ნახევარი ბალკანელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა საბოლოო გარდატეხის შესატანად არც ძალა ეყოთ და ვერც კორი ვებსტერს მოუნახეს გასაღები, საბოლოო ანგარიში 93:83 ახალი ზელანდიის სასარგებლოდ. გამარჯვებულების რიგებში საუკეთესო სწორედ ზემოთხსენებული ვებსტერი იყო, 30 წლის მსროლელმა გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა, 20 ქულა და 7 მოხსნა იყო ისააკ ფოტუს ანგარიშზე. მონტენეგროს ნაკრებში ნიკოლა ივანოვიჩი გამოირჩა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 2 მოხსნა და 7 ასისტი მოგროვდა. ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 15 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.G ჯგუფი
ყველასათვის მოულოდნელად დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებმა გერმანელები დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ნესტორ გარსიას შეგირდები მთელი მატჩის განმალობაში ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, გერმანელებმა 19 ცდიდან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს, რაც მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მატჩი ბოლოს დანილო ბართელს შეეძლო "ბაზერით" გერმანიისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა მისი შორეული ტყორცნა არაზუსტი გამოდგა, საბოლოოდ 70:68 დომინიკის რესპუბლიკის სასარგებლოდ. "ბუნდესნაკრებში" საუკეთესო 20 ქულით, 3 მოხსნით და 7 ასისტით დენის შროდერი იყო. დანიელ ტაისმა 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. დომინიკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით, 4 მოხსნით და 5 ასისტით ვიქტორ ლიზი იყო, ხოლო ელოი ვარგასმა 16 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.H ჯგუფი
ყველაზე მშვიდად მოვლენები ბოლო ჯგუფში განვითარდა, სენეგალი დიდი ხნის მანძილზე უწევდა წინააღმდეგობას ავსტრალიას, თუმცა ანდრეი ლემანისის შეგირდებმა ფავორიტის სახელი ბოლოსკენ მაინც გაამართლეს. პირველი ტაიმი ავსტრალიამ სამი ქულის სხვაობით მოიგო, მეორე ნახევარში კი ჯო ინგლესისა და პატი მილსის წყალობით უფრო გაზარდეს უპირატესობა, საბოლოოდ 81:68 ავსტრალიის სასარგებლოდ. გამარჯვებულებში ყველაზე შედეგიანი პატი მილსი იყო 22 ქულით, ჩემპიონატის პირველ სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა ჯო ინგლესს, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტი იყო. 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა აარონ ბეინსმა. სენეგალის ნაკრებში ხანე დალმეიდამ 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მიამატა. 13 ქულა და 10 მოხსნა იყო იუსუფა ნდოიეს ანგარიშზე, ხოლო მორის ნდურმა 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.- კერემ თუნჩერი
- რონენ გინსბურგი
- ბლეიკ შილბი
- იუტა ვატანაბე
- მაილს ტერნერი
- კრის მიდლტონი
- სკოტ ვილბეკინი
- მელიჰ მაჰმუტოღლუ
- დოგუს ბალბაი
- იარომირ ბოჰაჩიკი
- ისააკ ფოტუ
- ნიკოლა ივანოვიჩი
- ანდერსონ ვარეჟაო
- ბრუნო კაბოკლო
- ალექს გარსია
- დიდი ლუზადა
- მარკინიოს სოუზა
- ნიკოლა ვუჩევიჩი
- ნიკ კალატესი
- გეორგიოს პრინტეზისი
- იანის ანტეტოკუნმპო
- ჯეისონ ტატუმი
- კოსტას სლუკასი
- რუი ჰაჩიმურა
- კემბა უოკერი
- დომანტას საბონისი
- ტომაშ სატორანსკი
- კორი ვებსტერი
- ლეანდრო ბარბოსა
- ნიკ ფაზეკაში
- ერსან ილიასოვა
- უფუკ სარიცა
- ჩედი ოსმანი
- ფურკან კორკმაზი