ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზაში შედის. 24 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, გოგა ბითაძის "ინდიანა" "საკრამენტოს" დაუპირისპირდა.
ინდიანაპოლისში გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 109:110 დასრულდა. "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ მორიგი გასაოცარი მატჩი ჩაატარა, თუმცა გარჯის მიუხედავად საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. გოგა ბითაძემ პარკეტზე 29:29 წუთი დაჰყო - ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 20 ქულის, 9 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.