ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფში, გიორგი შერმადინმა კვლავ გაიბრწყინა. ნახევარფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრაში, "ტენერიფემ" "ბარსელონა" 80:68 დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ მასპინძელთა გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა ლომის წვლილი დაიდო. პარკეტზე გატარებულ 26:48 წუთში, შერმადინმა 21 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვება შეძლო და მატჩის MVP-ის ტიტულს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.