Belive

გიორგი გულიაშვილის გოლი რადნიკის წინააღმდეგ | VIDEO

2 კვირის წინ ვიდეო მიმოხილვები
1 წთ

ბოსნია და ჰერცოგოვინის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში "სარაევომ" "რადნიკი" 2:3 დაამარცხა. გიორგი გულიაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და გადამწყვეტიც აღმოჩნდა, ქართველმა მიმდინარე სეზონში მე-12 გოლის გატანა 57-ე წუთზე შეძლო.

"სარაევო" ბოსნია და ჰერცოგოვინის ჩემპიონატში 37 ქულით მე-2 ადგილზეა (11 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი), ლიდერ "ჟრინსკის" 4 ქულით ჩამორჩება.

გიორგი გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.