2008 წელს თბილისს დიეგო მარადონა და მისი მეგობრები ეწვივნენ. სტუმრები "დინამო არენაზე" ვეტერან ქართველებს დაუპრისპირდნენ და 3:5 მოიგეს.
მეორე ტაიმში მოედანზე შესასვლელად სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი მერებაშვილი (22 წლის), გურამ კაშია (21 წლის) და უჩა ლობჟანიძე (21 წლის) ემზადებოდა. სტუმართა 10-იანმა, დიეგო მარადონამ ასაკის გამო ამ მოთამაშეებთან ერთად თამაში არ ისურვა.