"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა "არსენალის" ფეხბურთელებთან ერთად ორჯერ ივარჯიშა. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საკულტო ფეხბურთელი, ერთ-ერთი მოსისხლე მტრის ბანაკში ივარჯიშებდა.
2008 წელს, MLS-ის შესვენების დროს, ფორმის შესანარჩუნებლად ბექჰემმა "არსენალის" ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა. იმ დროისათვის ბექჰემის ჩრდილო ლონდონურ კლუბში გადასვლის თაობაზე სპეკულაციები არ ცხრებოდა - ჭორებს წერტილი არსენ ვენგერმა დაუსვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისელი ვარსკვლავი "მეთოფეებთან" მხოლოდ ვარჯიშობდა და ტრანსფერი არ შედგებოდა.
ბექჰემისა და "არსენალის" გზები 2013 წელს კვლავ გადაიკვეთა.MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ, 37 წლის ბექჰემი გარკვეული დროის განმავლობაში "მეთოფეებთან" ერთად ვარჯიშობდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ვარსკვლავი ოჯახს "არსენალთან" განსაკუთრებული კავშირი აქვს. რომეო და კრუზ ბექჰემები "მეთოფეების" ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდნენ.