დავით ნინიაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს | VIDEO
2 დღის წინ
ვიდეო მიმოხილვები
1 წთ
TOP 14-ის მე-20 ტურის შეხვედრაში "ლიონი" "ბაიონასთან" 28:14 დამარცხდა. მატჩის შედეგი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრის 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილი მეტოქე მორაგბეს ძალიან ცუდად შეეჯახა, ამ მომენტის შემდეგ ნინიაშვილი მინდორზე ცუდად დაეცა და რამდენიმე წამი უგონოდაც იყო. ჯერჯერობით ტრავმის სირთულე უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ქართველი მორაგბე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დავით ნინიაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ნებისმიერ უახლეს ინფორმაციას ძალიამ მალე შემოგთავაზებთ.