ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ფანებმა ლივერპულის საკულტო შენობა დააზიანეს (ვიდეო)
30 წლიანი პაუზის შემდეგ, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინგლისის ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, ლივერპულის ქუჩებში უამრავი გულშემატკივარი გამოვიდა. ტრიუმფის აღსანიშნავად ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ფანებმა უნებლიედ ლივერპულის საკულტო შენობა დააზიანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც "ლივერპულის" ფანები ქალაქის საკულტო შენობის მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან. "Liverbird" - მითიური ფრინველი, ქალაქ ლივერპულის გერბია და მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. შენობის სახურავს, რომელსაც ფანებმა პიროტექნიკა ესროლეს აღნიშნული ფრინველის ბიუსტი ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მსგავსად - მერსისაიდული გრანდის გერბზე "Liverbird" არის გამოსახული. "ლივერპულის" გულშემატკივრებმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა მომხდარი დაგმეს და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
Liverpool fans. Best in the world. Destroying the Liver building. Joke. pic.twitter.com/7gER4KZaLK — ᴅᴀᴠɪᴅ ᴇʟʟɪs (@fullback03) June 27, 2020
ერთ-ერთი ვერსიით, "ლივერპულის" ზოგიერთი ფანის გაღიზიანება საკულტო შენობის განათებამ გამოიწვია. ქალაქის მთავარი შენობა ლურჯ ფერში იყო განათებული. ლურჯი ფერი "ლივერპულის" კონკურენტის - "ევერტონის" სიმბოლოა. მერსისაიდული დერბის ფონზე, "ლივერპულის" ფანებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ 27 ივნისს დიდ ბრიტანეთში შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება და პატივს მიაგებენ ბრიტანეთისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს - სწორედ ამიტომ საკულტო შენობები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში ნათდება.pic.twitter.com/JCKFV0mINy I cannot believe these scenes!! Attacking the iconic Liver Building now, in the name of football. Please, please arrest these people, make them repair any of the damage, whilst all of the others are cleaning the streets....an absolute disgrace! — Julie Light (Orton) (@julie_light) June 27, 2020
I’m going to bed very sad tonight @LFC a great well deserved victory. The scenes at the Pier Head were a disgrace. The reason there was a blue light on the Liver Buildings it was ready for TODAY 27th JUNE Red White and Blue #ArmedForcesDay to remember all our forces. Sad night pic.twitter.com/nDgTMuIKil — Pete Price (@PeteCityPrice) June 27, 2020