ბოსტონი 121:87 ფილადელფია - სერიაში ანგარიში გათანაბრდა
1 წლის წინ
ვიდეო მიმოხილვები
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, "TD Garden"-ში გამართული მატჩი მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით 121:87 დასრულდა.
"ბოსტონის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჯეილემ ბრაუნმა (25 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი) და მალკოლმ ბროგდონმა (23 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი) შეიტანეს.
"TD Garden"-ში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ბოსტონ სელტიქსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).