Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიოს წინა ტესტ-მატჩებისთვის მზადებას აგრძელებენ

1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესს, შევარდენის სარაგბო ბაზაზე გადის. 

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნები 3 ტესტ-მატჩს გამართავენ. 12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ქართველი მორაგბეები რუმინეთს დაუპირისპირდებიან. 19 აგვისტოს, ასევე 19:00 საათზე, საქართველოსა და აშშ-ს დაპირისპირება შედგება. ორივე მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება. დასკვნითი მატჩი კი 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიის წინააღმდეგ შედგება.

 

სხვა სტატიები