Belive

ბეჟანიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი

1 წთ

კანადის საკალათბურთო ლიგის (CEBL) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ვინიპეგისა" და "ვანკუვერის" დაპირისპირება შდგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით - 93:84 დასრულდა.

"ვანკუვერის" რიგებში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელმაც სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბეჟანიშვილმა 12 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა, "ვანკუვერი" მარცხისგან ვერ იხსნა.

რეგულარულ სეზონში დაგროვებული 4 მოგებითა და 5 მარცხით, "ვანკუვერი" მე-8 პოზიციაზე იმყოფება.