Belive

ბეტისი 3:0 დუდელანჟი (მიმოხილვა)

1 წთ
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „ბეტისმა“ „დუდელანჟი“ მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ესპანელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 
"დუდელანჟის" განაცხადში იყო ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე შემოვიდა. "ბეტისი" მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარში ჯერ სანაბრიამ გაიტანა, შემდეგ მისი პასით ლო სელსომ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი კი 88-ე წუთზე კრისტიან ტელომ დასვა. "ბეტისისა" და "დუდელანჟის" გარდა F ჯგუფში "მილანი" და "ოლიმპიაკოსი" თამაშობენ. ლევან ყენიას დუდელანჟი კი ჯგუფში ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

სხვა სტატიები