რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. მეორე საფინალო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ბექა ლომთაძემ. ბექა ძალიან სანახაობრივ ფინალში სომხეთის წარმომადგენლ არსენ ჰარუთუნიანთან დამარცხდა. პირველ პერიოდში ბექა 8:0 დაწინაურდა თუმცა საბოლოოდ 17:11 დამარცხდა. დღესვე ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი. მესამე ადგილისთვის კი ავთანდილ კენჭაძე და ირაკლი მწითური იასპარეზებენ.
გუშინ ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ და ნიკა კენჭაძემ მოიპოვეს.