Belive

არგენტინული კლუბი ლეო მესის უნიკალურ კადრებს ავრცელებს

1 წთ

არგენტინული კლუბი "ნიუელსი" ლეო მესის ვიდეოს აქვეყნებს. კლუბის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს არის არგენტინელი სუპერვარსკვლავის პირველი ინტერვიუ. "ნიუელსის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კატალონიური გრანდის აკადემიაში ჩაირიცხა. "ნიუელსის" ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, ლეო მესის პირველი ინტერვიუს ამსახველი კადრები გავრცელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, პატარა მესი გატანილი გოლების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გოლები მამას, ბიძასა და ყველა იმ ადამიანს მიუძრნა, რომელთაც იცნობს.

სხვა სტატიები