Belive

ანხელ დი მარიას ულამაზესი ჯარიმა საერთაშორისო სუპერთასის ფინალში

1 წთ

Supercopa Internacional-ის (არგენტინის საერთაშორისო სუპერთასი) 2026 წლის გამარჯვებული როსარიო სენტრალი გახდა - მან ესტუდიანტესი 3:1 დაამარცხა და პირველად მოიპოვა ეს ტიტული.

ესტუდიანტესი ალექსის კასტროს გოლით პირველივე წუთზე დაწინაურდა, თუმცა ანხელ დი მარიამ დუბლით (მათ შორის ჯარიმით და ერთი პენალტით) პირველივე ტაიმში დააწინაურა როსარიო. მატჩის მიწურულს (90+5) ხულიან ფერნანდესმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა ანხელ დი მარიას პირველი გოლი.

საერთაშორისო სუპერთასი არის არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) მიერ 2022 წელს შექმნილი ოფიციალური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ერთი მატჩისგან შედგება. ერთმანეთს არგენტინის ტროფეო დე კამპეონესის (Trofeo de Campeones) გამარჯვებული და წლიური სატურნირო ცხრილის (Tabla Anual) ჩემპიონი ხვდებიან.