Belive

ზედიზედ მეოთხედ შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერთასის გადამწყვეტი შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გაიმართა, სადაც "შავი ლომი" "ლუზიტანუშს" დაუპირისპირდა. ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე 36:0 გაანადგურა და ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.

"შავმა ლომმა" თამაშის დასაწყისიდანვე შეძლო მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და "ლუზიტანუშს" პირველი ტაიმი 24:0 მოიგო, ლელოები ლუკა მატკავამ, გიორგი სინაურიძემ და თენგიზ პერანიძემ დადეს. მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი ლელო მიითვალა და დუბლი გაიფორმა თენგიზ პერანიძემ, ანგარიშის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა ამირან შვანგირაძემ.

სხვა სტატიები