Belive

World Rugby-მ ოუენ ფარელის შესახებ, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს - ოუენ ფარელს, სადისციპლინო კომისიამ წითელი ბარათი გაუუქმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფარელს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ექნებოდა, თუმცა, მსოფლიო რაგბიმ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ინგლისელთა კაპიტანს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას. 

 

ამ ფაქტის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს 1 კვირაში იქნება მიღებული და გაირკვევა, ინგლისის ნაკრების კაპიტანი - ოუენ ფარელი შეძლებს თუ არა მსოფლიო თასზე ასპარეზობას. 

შეგახსენებთ, ფარელი ინგლისისა და უელსის დაპირისპირების დროს მომხდარი უხეში ბოჭვის დროს დაისაჯა. აღნიშნულ მატჩს ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა და ინგლისელთა კაპიტანს უხეშობისთვის თავდაპირველად მიცემული ყვითელი ბარათი, წითლით გადაუკვალიფიცირეს.

მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე, ინგლისი 2 ტესტ-მატჩს გამართავს, რომელშიც ირლანდიასა და ფიჯის დაუპირისპირდება. რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისის მორაგბეთა ნაკრები D-ჯგუფში არგენტინის, იაპონიის, სამოასა და ჩილეს წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები