Belive

ვეტერანი ბორჯღალოსანი ფრანგულ სარაგბო კლუბს გაწვრთნის

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელი კაპიტანი - შალვა სუთიაშვილი, ფრანგული სარაგბო კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სუთიაშვილი საფრანგეთის რანგით მე-4 დივიზიონში (ფედერალ 1) მოასპარეზე "ბარბეზიეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ სუთიაშვილმა "ბორჯღალოსნების" კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო (2 ლელო).

მეორეხაზელს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას "ბორჯღალოსნებისთვის" 15-ჯერ უკაპიტნია და ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.