Belive

უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებას World Rugby გამოეხმაურა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 20 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა, იტალიის დამარცხებით ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოიპოვა ორი გამარჯვება. ბონუს ქულით გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო რვა გუნდში ადგილი გაინაღდეს.

გატანილი ოთხი ლელოდან სამი ჰუკერების კარგ მოქმედებას მოჰყვა. ქართველი შემტევები დღევანდელ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. "ბორჯღალოსნებმა" ამ გამარჯვებით მათ მიერ 2018 წელს დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესეს. - წერს World Rugby.

თავისუფლად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. იმისათვის, რომ ლადო კილასონიას გუნდმა ნახევარფინალში იასპარეზოს, არგენტინამ სამხრეთ აფრიკა ბონუს ქულით უნდა დაამარცხოს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები