რამდენიმე საათის წინ დასრულდა u20 მსოფლიო ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩები, სადაც საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ნაკრები ვანო კარკაძის ბოლო წამზე გატანილი ლელოთი დაამარცხა და 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ქართველი მორაგბის - კობა კოლოტაურის ერთ-ერთი კადრი ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო. ეს ფოტო ქართული რაგბის ისტორიაში აუცილებლად შევა.