"უელსის გავარდნისა და საქართველოს აღზევების იდეა სასაცილოა" - ნაიჯელ ოუენსი
1 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
ყოფილი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი საქართველოს 6 ერში დამატების იდეას არ ემხრობა. მისი აზრით, ამ ტურნირისთვის დაქვეითება-აღზევების იდეა შეუსაბამოა.
მოდით ერთი რამ გავითავისოთ - 6 ერი არ არის ტურნირი, სადაც გავარდნა-აღზევება უნდა მოქმედებდეს. უბრალოდ შეუძლებელია რომელიმე გუნდის გაგდება ან დამატება. მომბეზრდა ხალხის მხრიდან ამ იდეის მოსმენა. ამას ყურადღებას მისაქცევად ამბობენ თუ სიტუაციის გასამწვავებლად არ ვიცი. რა თქმა უნდა, ქოქრილი ამ იდეის მომხრეა, მაგრამ რას იტყოდა უელსის მწვრთნელი რომ ყოფილიყო?
შედეგის მიუხედავად, მატჩის დღეს კარდიფში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა. არ მესმის კარდიფის თბილისით ჩანაცვლება ტურნირს როგორ დაეხმარება. ბოლოს და ბოლოს საქმე მხოლოდ რაგბის თამაშს არ ეხება. ეს მთელი ღონისძიებაა.
უელსის გავარდნის და საქართველოს აღზევების იდეა სასაცილოა. მე მომხრე ვარ იმ იდეის, რომ მეორე დონის ქვეყნები დიდ გუნდებს ზაფხულში ეთამაშებოდნენ. თუმცა, მათი ექვს ერში შეყვანა გამოსავალი არ არის.
ეს იგივეა ვთქვათ, რომ მოვაშოროთ უელსელი მორაგბეები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებიდან და მათ ნაცვლად ქართველები გამოვიძახოთ. დიახ, რამდენიმე წლის წინ საქართველომ უელსი დაამარცხა, მაგრამ ამავე დროს იტალიამ კომფორტულად მოუგო. ტურნირს უელსი სჭირდება ეს მარტივია! - განაცხადა ნაიჯელ ოუენსმა
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია უელსი 6 ერს მოგების გარეშე ასრულებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უელსს 17 შეხვედრაა არ მოუგია.