Belive

უეინ ბარნსმა ეპოქალური სამსაჯო კარიერა დაასრულა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო არბიტრმა პროფესიონალური სამსაჯო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 44 წლის უეინ ბარნსმა კარიერის განმავლობაში არაერთ გამორჩეულ მატჩზე იმუშავა და მსოფლიო რაგბის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწერა.

2006 წელს, სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, ბარნსი მთავარი არბიტრის რანგში 111 ტესტ-მატჩს გაუძღვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, 92 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, როგორც ასისტენტმა, არბიტრმა ან ვიდეო რეფერიმ. უეინ ბარნსის სახელს ასევე უკავშირდება 5 მსოფლიო თასზე მუშაობა, რა დროის განმავლობაშიც, მსოფლიო პირველობის 27 შეხვედრას გაუძღვა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.