Belive

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისის წინააღმდეგ დაირაზმნენ

4 თვის წინ რაგბი
2 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები ტრადიციას არ ღალატობენ და ინგლისელ თანატოლებს 2-მატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.

ინგლისთან პირველი შერკინება 7 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება. პრინციპული მატჩისთვის U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.

უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

შეგახსენებთ, შარშან, პირველი თამაში, ინგლისმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 41:35 მოიგო. მეორე მატჩში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს და 40:38 გაიმარჯვეს.

სხვა სტატიები