Belive

U20 | უმცროს ბორჯღალოსნებს ვიტო კოლელიშვილი გაწვრთნის

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

ყოფილი ბორჯღალოსანი, ვიტო კოლელიშვილი საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვიტო კოლელიშვილი უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2026 წლის 1 იანვრიდან ჩაიბარებს

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასზე 2016 წლიდან სისტემატურად ასპარეზობენ, საუკეთესო შედეგი კი 2023 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-8 ადგილი დაიკავეს. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კი ლადო კილასონი გახლდათ, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ახალგაზრდული ნაკრები ახალ სიმაღლეზე აიყვანა.