Belive

U18 | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლიონი დაამარცხეს

7 თვის წინ რაგბი
2 წთ

უმცროსი ბორჯღალოსნები 6 ერის ფესტივალის დაწყებამდე, საფრანგეთს ეწვივნენ, სადაც "ლიონის" აკადემიასთან სპარინგი გამართეს და 36-7 გაიმარჯვეს.

18 წლამდე 6 ერის ფესტივალი 30 მარტიდან, 7 აპრილის ჩათვლით პარმაში (იტალია) გაიმართება და მასში 6 ერის ახალგაზრდული ნაკრებების გარდა, საქართველო და პორტუგალია მიიღებენ მონაწილეობას. U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, ხოლო 7 აპრილს ინგლისს დაუპირისპირდება.

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე

შერკინება: არჩილ ნოზაძე (ყოჩები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), იკა კვარაცხელია (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

სხვა სტატიები