Belive

U18 | უმცროსი ბორჯღალოსნები 6 ერის ფესტივალისთვის ემზადებიან

4 დღის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 6 ერის ფესტივალისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა. საფრანგეთში გამგზავრებამდე უმცროსი ბორჯღალოსნები მზადებას შევარდენის ბაზაზე გაივლიან.

ისევე, როგორც შარშან, ტურნირი ამჯერადაც საფრანგეთის ქალაქ ვიშში ჩატარდება. ფესტივალი 3 აპრილს დაიწყება და უმცროსი ბორჯღალოსნები 3 თამაშს ჩაატარებენ. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. 7 აპრილს ინგლისს შეერკინება, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიასთან გამართავს მატჩს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ გაფართოებულ შემადგენლობაში 34 ახალგაზრდა მორაგბეს უხმო.

U18 გაფართოებული რაზმი

საბა მერაბიშვილი (ლელო), ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კახელი (ლოკომოტივი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), ნიკოლოზ ჭეფხოძე (რაშები), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი), გეგა გიორგობიანი (ლელო), საბა ჯინჭველაშვილი (აია), ნიკოლოზ დათუნაშვილი (ლელო), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), გიორგი ქევანიშვილი (აია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), გიორგი ბიზიკაშვილი (ხვამლი), გიორგი სუთიაშვილი (ლელო), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი), ნიკოლოზ გვრიტიშვილი (ლელო), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), გიორგი ხონელიძე (ტულონი), მათე მახარაძე (ხვამლი), ნიკა ლიპარტელიანი (აია), გოგა ბერიძე (ბათუმი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ბასილი მიქუჭაძე (ყოჩები), ბართლომე ხამაშურიძე (აია), გიორგი ლაგვილავა (ლელო), ლუკა მუშკუდიანი (აია), რეზო ცხვედიანი (ხვამლი), გიორგი კუპრეიშვილი (ფოთი), ლუკა ჭაკუა (ლელო).

ფოტო: rugby.ge