Belive

U18 | საქართველო 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებულმა შემადგენლობამ, რომელიც იტალიაში გასამართი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, ქუთაისში შეკრება გაიარა, რის შემდეგაც მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდნენ. 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში საქართველო 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს ეთამაშება.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, U18 ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის - ზურაბ ამონაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



ამ ფესტივალში მონაწილეობა ქართული რაგბისთვის ძალიან მაგარი ამბავია. მნიშვნელოვანია, რომ ტიერ1-ის გუნდებს ადრეული ასაკიდან ვეთამაშებოდეთ – ეს მოგვცემს განვითარების საშუალებას. ვითამაშებთ განსხვავებულ გარემოში, მაღალ ტემპში, რაც სწორედ ისაა, რისი სურვილიც გვქონდა. ახლა მთავარია ეს შესაძლებლობა კარგად გამოვიყენოთ და 20-წლამდელთა ნაკრებს უკეთ მომზადებული მოთამაშეები მივაწოდოთ.

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მივცეთ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა – კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ძალიან გვიხარია რთული მოწინააღმდეგეები რომ გვეყოლება, რადგან დავინახავთ რაზე გვაქვს სამუშაო. - ზურაბ ამონაშვილი.

სხვა სტატიები