Belive

ტრავმირებული მარქსის ნაცვლად მსოფლიო თასზე პოლარდი ითამაშებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

მალკოლმ მარქსის ტრავმის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებში ანდრე პოლარდი გამოიძახეს, რომელიც "სპრინგბოქსს" მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება. 

მარქსმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიო თასზე თამაშს ვეღარ შეძლებს, სამხრეთ აფრიკის გუნდში კი კვაჭის პოზიციაზე მეორე ნომრად ბონგი მბონამბი ასპარეზობს - "ბოკეს" განკარგულებაში დეონ ფური და მარკო ვან სტადენიც არიან, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა კიდევ ერთი კვაჭის გამოძახების ნაცვლად, გუნდში პოლარდის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

29 წლის ანდრე პოლარდი, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და გულშემატკივართა უმრავლესობისთვის მსოფლიო თასისთვის თავდაპირველად შერჩეულ 33-კაციან განაცხადში მისი არყოფნა მოულოდნელობა იყო. პოლარდს "ბოკეს" კვართით 68 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 665 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები