Belive

თორნიკე ჯალაღონია ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ფინალი, რომელიც საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შედგა, თორნიკე ჯალაღონიასთვის გამორჩეული აღმოჩნდა, რრადგან რაგბი ევროპამ, ქართველი მორაგბე, იმ დღეს ჩატარებული ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 17 მარტს ჩატარდა შეხვედრები ჩემპიონის, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილების გამოსავლენად.

მან წამყვანი როლი შეასრულა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩში, ტიტულის მოპოვებაში - წერს რაგბი ევროპა X-ზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში, პორტუგალიის ნაკრები 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა რაგბი ევროპის ტიტული, საერთო ჯამში, "ბორჯღალოსნებს" ეს მიღწევა 16-ჯერ აქვთ დაფიქსირებული.