Belive

სუპერთასი | შავი ლომის მომდევნო მეტოქე ცნობილია

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის 1/2-ფინალში, "შავი ლომის" მეტოქე ცნობილია. ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქართული ფრენჩაიზი კარგად ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება და ზედიზედ მესამედ შეეცდება ფინალში გასვლას.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, "შავი ლომის" მომდევნო მეტოქე ესპანური "იბერიანსი" იქნება, რომელსაც ქართული ფრენჩაიზი პირველ ტურში დაუპირისპირდა და 39:19 დაამარცხა. ამ დროისთვის, ნახევარფინალის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 ან 3 დეკემბერს შედგება.

"შავმა ლომმა" ჯგუფურ ეტაპზე გამართული სამივე მატჩი მოიგო და A-ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება "იბერიანსს" - ესპანურმა სარაგბო კლუბმა ასევე A-ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ ეთამაშება ნახევარფინალში "შავი ლომი" თავისივე ქვეჯგუფის მესამეადგილოსანს, თუმცა, ამაზე პასუხი ტურნირის ორგანიზატორებს უნდა ვკითხოთ, რომელთაც საკმაოდ უცნაური სისტემა დანერგეს.

რაგბი ევროპის სუპერთასის წლევანდელ გათამაშებაში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ. A-ჯგუფში, რეიტინგის 4 უძლიერესი წარმომადგენელი მოხვდა, შედარებით სუსტებმა კი B-ჯგუფსი მოიყარეს თავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პლეი-ოფში A-ჯგუფიდან 3 გუნდი, ხოლო B-ჯგუფიდან 1 გუნდი გავა.

სხვა სტატიები