Super Rugby Pacific | უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატი კრუსეიდერსის ტრიუმფით დასრულდა
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
Super Rugby Pacific-ის 2022 წლის სეზონის ფინალში, "ბლუზი" "კრუსეიდერსს" დაუპირისპირდა. ოკლენდში, "ედენ პარკზე" გამართული ახალ ზელანდიური ფინალი, ნომინალური მასპინძლის - "ბლუზის" მარცხით, 7:21 დასრულდა. სემ უაითლოკი, სევუ რისი, სკოტ ბარეტი, რიჩი მო'უნგა და კომპანია სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ - წამყვანი მოთამაშეების აქტიურობით, "კრუსეიდერსმა" ძლევამოსილი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ოკლენდში 45,000 გულშემატკივრის წინაშე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "კრუსეიდერსი" უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი მეთერთმეტედ გახდა.
🏆 The inaugural Super Rugby Pacific champions are the CRUSADERS!#SRPFINALS #BLUvCRU pic.twitter.com/6cXrTA8C2v — Super Rugby Pacific (@SuperRugby) June 18, 2022