stuff.co.nz: "მსოფლიო რაგბიმ შეცდომა აღიარა, თუმცა ამის გასაჯაროებას არ აპირებს..."
ცნობილი სარაგბო გამოცემა "rugbypass" საინტერესო სტატიას აქვეყნებს. საქმე 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალს, კერძოდ კი, აარონ სმიტის არჩათვლილ ლელოს შეეხება.
ამის გამო კი, ახალი ზელანდიური მედიები აქტიურად იწერებოდნენ და აპროტესტებდნენ მსაჯის იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც საბოლოოდ ფინალის ბედი გადაწყვიტა და სამხრეთ აფრიკა ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეოთხედ მსოფლიო ჩემპიონი გახადა.
ყველა ცნობილი ახალ ზელანდიური გამოცემა stuff.co.nz ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო რაგბიმ ფინალში აარონ სმიტის ლელოს თაობაზე შეცდომა აღიარა და თქვეს, რომ ლელო უნდა ჩათვლილიყო, თუმცა ამის გასაჯაროებას არ აპირებენ.
ახალ ზელანდიური საიტის საპირწონედ კი მსოფლიო რაგბიმ განცხადება გაავრცელა.
"ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს გამორჩეულ მსაჯებსა და სტაფს, რომლებიც ერთ-ერთ ურთულეს სამუშაოს ასრულებენ.
როგორც ბოლო თვეებში ვნახეთ, სამწუხაროდ, მატჩის ოფიციალური პირების კრიტიკას შეიძლება ჰქონდეს ფართო შედეგები, მათ შორის ონლაინ სიძულვილი და მუქარა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ..." - მსოფლიო რაგბი
მსაჯის მიერ შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ვიდეო რეფერიმ ლელოს მომენტში 4 ფაზით ადრე ჩადენილი ქმედება გადაამოწმა და ლელო გააუქმა, რაც რაგბის წესების მიხედვით არასწორია.
მსაჯის მიერ ლელოს გაუქმება ან მომენტის გადამოწმება ხდება მოხდენილ ფაქტამდე მხოლოდ 2 ფაზით ადრე.