ბორჯღალოსნების წინააღმდეგ შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბოლო ტესტ მატჩს გამართავს. ლევან მაისაშვილის გუნდი "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 26 აგვისტოს, 20:30 საათზე არის ჩანიშნული.
"ნარშავების" მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩისთვის ძლიერი შემადგენლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში გაემგზავრებიან და ლა როშელში დაბანაკდებიან.