"შეუპოვრად მებრძოლი საქართველო" - სამხრეთ აფრიკელები უმცროს ბორჯღალოსნებზე
U20 რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. სტელენბოშში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეუპოვრად იბრძოლეს და სარაგბო პუბლიკის ყურადღება კიდევ ერთხელ პიიყრეს.
დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 33:23 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
სწორედ აღნიშნულის შესახებ წერს springboks.rugby, რომელიც აღნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკას შეუპოვრად მებრძოლი საქართველოს დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
"სამხრეთ აფრიკის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბრძოლაში გაიმარჯვა. შერკინებასა და მოლებში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა, დარტყმებსა და ჩაქცევებში შეუპოვრად მებრძოლმა საქართველომ გაიბრწყინა, რომელსაც ლაშა ციხისთავი მეთაურობდა.
შესვენების შემდეგ ქართული შერკინება გაცილებით უფრო მძლავრი გახდა და სტუმრებმა რამდენიმე შემთხვევაში დაგვაჯარიმეს. შეტევაში გატარებული გარკვეული პერიოდი, 59-ე წუთზე, ფრთის მოთამაშე - ლუკა ცირეკიძემ დამსახურებული ლელოთი დააგვირგვინა.
ახალგაზრდა სპრინგბოქსმა მორიგი დარტყმა გუდიან ვან რინენის გასინბინების შემდეგ მიიღო, რა დროსაც პეტრე ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2-ქულამდე შეამცირა".
სამხრეთ აფრიკა 33 (20) - ლელო: კატლეგო ლეტებელე, იურენზო იულიუსი, ეთან ჰუკერი. გარდასახვა: ჟან სმიტი (3). ჯარიმა: ჟან სმიტი (4).
საქართველო 23 (7) - ლელო: ლაშა ციხისთავი, ლუკა ცირეკიძე, ნიკა ბაბუნაშვილი. გარდასახვა: პეტრე ხუციშვილი (1). ჯარიმა: პეტრე ხუციშვილი (2).
შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფის მომდევნო ორ მატჩს არგენტინელი და იტალიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.