Belive

შალვა მამუკაშვილი სამედიცინო ჯოკრის სტატუსით ტოპ-14-ის ერთ-ერთ ლიდერს შეუერთდა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი, შალვა მამუკაშვილი სამედიცინო ჯოკრის სტატუსით "ბორდოს" შეუერთდა. ფლორიან დუფურის ტრავმის შემდეგ, "ბორდომ" არჩევანი შალვა მამუკაშვილზე შეაჩერა, რომელიც ტოპ-14-ის ერთ-ერთი ლიდერის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შალვა მამუკაშვილს "ტულონს" უკავშირებდნენ. სხვადასხვა დროს ქართველი ჰუკერი "მონპელიეს", "ტულონისა" და "კარკასონის" ღირსებას იცავდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მამუკაშვილს 71 კეპი აქვს მოხვეჭილი. გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, შალვა მამუკაშვილი გახდა მე-4 ქართველი, რომელიც "ბორდოს" მაისურს მოირგებს. (ბექა გორგაძე, ლექსო ყაულაშვილი, ლაშა ტაბიძე).

სხვა სტატიები