Belive

საუკეთესო ქართველი მსაჯი ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
საუკეთესო ქართველი მსაჯი - ნიკა ამაშუკელი, 15 და 22 იანვარს, ევროპის ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის მატჩებს განსჯის. 15 იანვარს, ევროპის ჩელენჯ თასზე ფრანგული დაპირისპირება შედგება. "პერპინიანისა" და "ლიონის" შეხვედრას, ნიკა ამაშუკელი უხელმძღვანელებს. კიდევ უფრო დრამატული და საინტერესო მატჩი 22 იანვარს გაიმართება - ევროპის ჩემპიონთა თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, "ლესტერი" "ბორდოს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, "ლესტერი" ინგლისის პრემიერშიპის ლიდერია, ხოლო "ბორდო" საფრანგეთის ტოპ 14-ს უდგას სათავეში. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის (ჩემპიონთა თასი) პრინციპული მატჩის განსჯა ამაშუკელს მიანდეს, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ნიკა ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩს მეორედ განსჯის. 2021 წლის 12 დეკემბერს ევროპის ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “კასტრი” “ჰარლექუინსს” დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩის მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.

სხვა სტატიები