Belive

საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩის ბოლო შეხვედრაში ავსტრალიასთან დამარცხდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მე-3 და ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ გამართა, შესანაშინავი ასპარეზობის მიუხედავად ჩვენი ნაკრები 40:29 დამარცხდა.

შეხვედრის ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე ლუკა მატკავას ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. ჩვენი ნაკრების პირველი ლელო 34 წუთზე მიხეილ ბაბუნაშვილმა დადო, მეორე ტაიმიც ბორჯღალოსნების ლელოთი დაიწყო, დასაწყისშივე ჩვენმა ნაკრებმა ორი ლელო დადო და ორივე შესანიშნავი გამოვიდა, პირველი დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მალევე 48-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ მეორე ლელო მიაყოლა. მატჩის ბოლო წარმატებული ქმედებაც ჩვენი ნაკრების ანგარიშზეა და თავი ისევ აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა.

სხვა სტატიები