საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები 6 ერზე იასპარეზებს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ახალგაზრდულ 6 ერზე იასპარეზებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა. გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმრობის დროს, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ 18-წლამდელები ტურნირზე სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას.
უახლოეს 2-3 კვირაში ველოდებით იმის დასტურს, რომ 18-წლამდელები ჩაერთვებიან 6 ერის ტურნირში და მუდმივად ითამაშებენ. მთავარია, რომ ეს იქნება სისტემატური ხასიათის. ასევე ვმუშაობთ, 20-წლამდელების 6 ერში ჩართვაზე. - იოსებ ტყემალაძე.