Belive

"საქართველოსთან ურთულესი დაპირისპირება გველის" - გერმანიის მთავარი მწვრთნელი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგება. "ბორჯღალოსნები" 2023 წლის პირველ საშინაო შეხვედრას 5 თებერვალს, 13:00 საათზე, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გამართავენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის დომინანტ ძალას წარმოადგენს, შესაბამისად გერმანიას პირველივე ტურში უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარება უწევს.

სტუმარი გუნდისათვის პრინციპული მატჩის წინ, გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მარკ კულმანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"აღფრთოვანებული ვარ. გერმანიისთვის მსგავს ტურნირში მონაწილეობის მიღება და ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან დაპირისპირება უდიდესი მიღწევაა. გამოცდილ მოთამაშეებსა და ახალგაზრდა ტალანტებს შორის იდეალური ბალანსი გვაქვს. გახსნილ რაგბს ვთამაშობთ და ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივარი ჩვენი თამაშით მოიხიბლება.

უკანასკნელ წლებში საქართველომ კოლოსალური პროგრესი განიცადა. საქართველოს პროფესიონალური და უძლიერესი გუნდი ყავს - მათი უკანასკნელი გამარჯვებები იტალიისა და უელსის წინააღმდეგ შთამბეჭდავია. ჩვენთვის ურთულესი მატჩი იქნება, მაგრამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველით", - მარკ კულმანი.

სხვა სტატიები